გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

23-03-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენს შეხვდა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი და კაპიტალის ბაზრის განვითარება.


შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა წლის დასაწყისიდან ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებსა და წლის განმავლობაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, კერძო სექტორის მხარდაჭერას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829