გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18-05-2020

18 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით კიდევ 8 926 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 290 678-ს მიაღწია. ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი იუწყება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 91 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიას ქვეყანაში სულ 2 722 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031