18-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნებისმიერი მოწოდება, შენობის შტურმით აღების შესახებ, მიუღებელია.
სააკაშვილი კიევში ოქტომბრის სასახლესთან მომხდარ ფაქტს კარგად დაგეგმილი პროვოკაციას აფასებს.
ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანიის საშუალებით განაცხადა.
„ვფიქრობ ის, რაც ოქტომბრის სასახლესთან მოხდა იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით. კიდევ ერთი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი მოწოდება, შენობის შტურმით აღების შესახებ, მიუღებელია.
ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიძიოს თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეკრებილებს შტურმისკენ მოუწოდებდნენ.
მათი უმრავლესობა ნიღბებში იყო და როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ დრომდე არავინაა დაკავებული. მე მინდა ვიცოდე, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი უნდა დაისაჯონ, რათა შემდგომში დაინტერესებულმა პირებმა მსგავსი პროვოკაციების ჩადენის მსურველები ვეღარ ნახონ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევის ცენტრში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.