გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: ჩვენ შეთანხმების ერთგული ვართ და იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს

18-05-2020

„ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან მალე არის არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, კერძოდ. შეთანხმების დეტალები უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ვართ ერთგული იმ შეთანხმების, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, დღეს სასამართლომ არ შეცვალა ნიკა რურუასთვის აღკვეთი ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

„ამ შემთხვევაში, ოპოზიციაში ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, მათი მხრიდან ექნება მხარდაჭერა ამ ინიციატივას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომაც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ, იმიტომ, რომ არდაჭერის შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა და საუბარი იმაზე რომ ვინაიდან დღეს სასამრთლომ არ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება ეს შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი ეს რა თქმა უნდა არასწორია ამიტომ მე იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში მაინც მხარდაჭერა ექნება სრულად ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930