გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელი და ცინიკურია

18-05-2020

„საზოგადოება დაიღალა ოპოზიციური ჯგუფების თამაშით და სპეკულაციებით. სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებასთან ერთად გვაქვს გამოწვევა, რომ ღირსეულად გავართვათ თავი პანდემიასთან ბრძოლას. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ინტერესები და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა:, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ, ყურადღების ცენტრი საზოგადოებაზე ზრუნვიდან გადაიტანონ სხვა მიმართულებით და აქცენტირება გააკეთონ პოლიტიკურ თამაშზე, რასაც თვითონ ეწევიან.

​„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ შეთანხმებას ვასრულებთ, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და სადაც დავდეთ პირობა, რომ შევიტანთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ - „ქართული ოცნების“ გუნდს სრულად შეგვწევს უნარი და გვაქვს არესურსი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, ეს არ ართმევს პასუხისმგებლობას ოპოზიციურ ჯგუფებს (რომლებიც ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან), რომ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან და მხარი არ დაუჭირონ ცვლილებებს. ყველა მხარე თანაბრადაა ვალდებული, შეასრულოს პირობა, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრონციპი არის ფუნდამენტური და სახელმწიფოს ვერცერთი დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ვრჩებით ამ პრინციპის ერთგული. იმედი მაქვს, ამ თამაშს თავს დაანებებს ოპოზიცია, გადმოვა საქმიან რეჟიმზე, ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც აიღო ჩვენი პარტნიორების წინაშე და აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭეროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მშვუდობიანი, დემოკრატიული, მაღალი სტანდარტით გამართული არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მხრიდან ამისთვის სრული მზაობაა. არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო ერთი კონკრეტული პირის სახელით. დაუშვებელია და საზოგადოების მიმართ ცინიკურია, ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031