გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია

19-05-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, რომელთაგანაც ერთი დაკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს ორი კომპანია, რის შემდეგაც სასაქონლო ზედნადებებში და დღგ-ს ანგარიშფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ურთიერთშორის განახორციელეს დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაციის ფიქტიური ოპერაციები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა სასაქონლო ნაშთი და ყალბი აქტივი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930