21-05-2020
თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.