გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ჟურნალისტებმა მუშაობა COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვით განაახლეს

21-05-2020

საქართველოს პარლამენტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ ხსნის. დღეიდან, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებმა მუშაობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს — ჟურნალისტებს შენობაში შესვლისას უტარდებათ თერმოსკრინინგი. შენობაში აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია დეზობარიერები და ხელების სადეზინფექციო სითხეები. შენობაში ასევე პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთან, რესპონდენტებთან კომუნიკაციისას დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია.

პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების რესპონდენტებთან კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მათ ტრადიციულად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში დაიკავეს ადგილი. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930