გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

29-05-2020

მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა, თუმცა მარნეულში ამ მხრივ პრობლემა პირველივე დღეს გამოიკვეთა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი უკან დაბუნება მოსთხოვა.


სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.


„მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“ - თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას რესპონდენტმა, რომელიც ანონიმურობის გარანტთ ჩავწერეთ.


ჩვენ N1 და N2 სატრანსპორტო კომპანიის შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორს იური სამხარაძეს დავუკავშირდით. ფაქტი დაგვიდასტურა და თქვა, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.


„ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დამღალეს უკვე მძღოლებმა. ვესაუბრე მათ და ხვალიდან მგონი ყველაფერი წესრიგში იქნება“ - თქვა იური სამხარაძემ

მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისს აღდა. მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა. აკრძალულია მგზავრების ფეხზე დგომა, მგზავრთა გადაყვანა სავარძლების რაოდენობაზეა დამოკიებული.


წყარო : "რადიო მარნეული"


pirveliradio.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930