გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰელსი ფუდის“ დამფუძნებელი: “მთავარი არხის” სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკითხით სახალხო დამცველი და ბიზნესომბუდსმენი უნდა დაინტერესდნენ

30-05-2020

აბსურდული და შეურაცხმყოფელია გამოთქმული ვარაუდი ჩემი კომპანიის მხრიდან ჯარის მოწმავლის შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ კომპანია „ჰელსი ფუდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ ილიაევი აცხადებს. „ჰელსი ფუდის“ რამდენიმე თვეა ქართულ ჯარს ღორის ხორცით ამარაგებს . კომპანიის დამფუძნებელი „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ილიაევის განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს კომპანიის იურისტმა ქეთევან მათორელმა გააცნო.

„დღეს ჩვენი ბრიფინგის გამოიწვია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სატელევიზიო ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეფუძნებოდა ინტერნეტ-გამოცემა „პრესა.ჯის“ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. აღნიშნულ სიუჟეტში გამოთქმული იყო პირადად ჩემი და ჩვენი კომპანიის მისამართით აშკარად არაკორექტული შეფასებები.

გავრცელებული სიუჟეტი გახლავთ აბსოლიტურად დაუმსახურებელი კრიტიკა და ჩვენი კომპანიის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ ნიშნებს და ვფიქრობ, ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია, უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ჯარს ამარაგებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული, საუკეთესო ხარისხის გაუყინავი ღორის ხორცით და პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს ჩვენთვის საამაყოა.

ჩვენმა კომპანიამ, შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ყველა პირობისა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შედეგად გაიმარჯვა და დღემდე პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნული ტენდერი , როგორც მოგეხსენებათ, არის ელექტორნული და ღია. მასში ყველას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს მონაწილეობის უფლება. ჩვენც სწორედ ასე, კანონის დაცვით და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გავიმარჯვეთ“- აცხადებს ილიაევი.

მისივე თქმით, სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკითხით სახალხო დამცველი და ბიზნესომბუდსმენი უნდა დაინტერესდნენ.

„მე, ზაალ ილიაევი ვარ სრულიად აპოლიტიკური პირი, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ან კრიტიკა, მე მხოლოდ ჩემს ადამიანურ და კონსტიტუციურ უფლებებს ვიცავ.

დავიბადე და გავიზარდე მცხეთის რაიონის სოფელ ძველ ქანდაში. ვარ ეთნიკურად ასურელი, სულით და ხორცით ქართველი და მაქვს ერთი სამშობლო – საქართველო. ჩემი წინაპრები (ასურელები) საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ჩვენი გაიგივება ოკუპანტ ძალასთან არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსები უნდა მიესალმებოდნენ, თუკი ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდებიან სამშობლოში და აქ საქართველოში დაიწყებენ ბიზნესს.

თქვენ იცით, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. მათგან ბევრს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. სრულიად სამარცხვინო და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთში მცხოვრები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა,საქართველოში რაიმე კანონიერი საქმიანობის აკრძალვა და ამ ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი, ბიზნესომბუდსმენი და სხვა შესაბამისი უფლებადამცველი ორგანიზაციები.

განსაკუთრებით აბსურდული და შეურაცხმყოფელია გამოთქმული ვარაუდი ჩემი კომპანიის მხრიდან ჯარის მოწმავლის შესაძლებლობაზე. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ჩემი კომპანიის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას.

ასევე, ფარისევლურია ეს განცხადებები იმ პირებისაგან, ვისი გუნდის წევრი და მინისტრი, სწორედ ორმაგი (რუსეთის) მოქალაქეობის მქონე პირი იყო.

მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ დისკრიმინაციული სიუჟეტით შეეცადა ჩირქი მოეცხო ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის, ბოდიში მოიხადონ საჯაროდ და აღიარონ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები სასამართლოში ვუჩივლო სიუჟეტის შემოქმედ და მასში მონაწილე ყველა სუბიექტს“- აცხადებს ილიაევი.

http://kvira.ge/570802  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930