გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშილი: ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ უვიზო მგზავრობა არაა, ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი და ნდობის გამოხატულებაა  

27-03-2018



საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის რომ ერთი წლის წინ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ასევე მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგია.

ამასთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა პარტნიორებსა და მეგობრებს ვიზალიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება.

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“- განაცხადა პრემიერმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031