გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება

10-06-2020

სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება იმიტომ, რომ თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როდესაც ყველაფერი ეს აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან  შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რატომ არის სოფლის მეურნეობა  მეორე დარგი, რომელსაც მთავრობა უნდა მიხმარებოდა. მისივე თქმით, ამას ჰქონდა მარტივი ახსნა.

„ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. მეორე დარტყმა სოფლის მეურნეობამ მიიღო იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა  ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი, პომიდორი -  ეს ყველაფერი იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 000 000 არის. მესმის, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ, მთავრობის და ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია. ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება. მესმის, რომ 300 000 000 კი არა, შეიძლება 600 000 000 გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. დღეს, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რამაც ყველას უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება. ამ დახმარებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიწყეთ ეს პროცესი და საწვავის გაიაფება დიდი თემაა ძალიან და ესეც ვერ იქნება ერთ დღეში, მაგრამ ეტაპობრივად ყველა უნდა მიეჩვიოს, ქვეყანაში ყველა ბიზნესის წარმომადგენელი, რომ სოფლის მეურნეობას პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიეხმაროს ასე ჰორიზონტალურად ყველას, საწვავის მაქსიმალურად გაიაფების ნაწილში ისევე, როგორც ეს ვაუჩერიზაცია ჰექტარ მიწაზე კარგი თემაა. ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ. 27 000-მა ფერმერმა გამოიყენა უკვე ეს, ისევე, როგორც ამ აგრო დიზელითაც სარგებლობენ. ესეთი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილით დამიფინანსეთო და ეს გავაკეთეთ. იქიდან 2-3 იდეა წამოვიღეთ და ის წვეთოვანი გავაკეთეთ სწრაფად. ადამიანს, რომელსაც გვერდზე სარწყავი არ აქვს და ბაღები აქვს გაშენებული, რათ უნდა იმას წვეთოვნის დაფინანსება, თუ ჭაბურღილი არ დაუფინანსეს, საიდან უნდა მოიტანოს წყალი. ერთმა ჭკვიანმა ფერმერმა ეს გვითხრა, გავუკეთეთ და დავუფინანსეთ. ეს გვინდა ახლა თქვენგანაც. სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე მომეხმარეთ, რა ვქნა, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ეს ყველაფერი როდის გამოსწორდება და სახელმწიფო, გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა და ა.შ.“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930