გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

11-06-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„მინდა ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის 4 წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს სერიოზული წვლილი მიუძღვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

„გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით, ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. თუ ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს, ამ ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031