გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაკეში ექვს მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო

28-03-2018

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და სხვადასხვა უბანში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.


მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, ფიტნეს ზონები ექვს მისამართზე: ქობულეთის N17-ში, წყნეთის N1-ში, ხაბეიშვილის N3-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსის მიმდებარედ, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის II კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში უკვე მოეწყო.


„ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს შორის. ამისთვის სპორტულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ვატარებთ და ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ვცდილობთ. რამდენიმე წლის წინ, სკვერებში და შიდა ეზოებში გადახურული ფიტნეს ზონების მოწყობა დავიწყეთ. ეს მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ბავშვებში. გასულ წელს, ფიტნეს ზონები 17 მისამართზე, მიმდინარე წელს კი, უკვე ექვს მისამართზე მოეწყო“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

თითოეულ ფიტნეს ზონაში, გადახურულ სივრცეში ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930