15-06-2020
"ქართული ოცნებისთვის" სულერთია, ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა, თუ დაიქსაქსებიან და ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებზე. ერთად თუ გამოვლენ, ეს მაჟორიტარებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს იმას, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით და თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, შეიძლება სადღაც, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ჰქონდეთ რამდენიმე მეორე ტური და იქაც ყველა ვარიანტში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, „ ქართულ ოცნებას“ აქვს 99%-იანი ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა კვლევა, სადაც “გორბის“ კვლევებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“.
„ამის გამო შოკში არიან ახლა და ჭამენ ერთმანეთს, ერთად გამოვიდნენ თუ ცალ-ცალკე. მაჟორიტარი ვინ იყოს, ადგილს ვერ იყოფენ. მოგების არანაირი შანსი და ძალა არ აქვთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძმ. მისი თქმით, ცალ-ცალკე მათი რეიტინგი ვერ უახლოვდება ჯამში 40%-ს. „ერთადერთი შეიძლება მოიფიქრონ გეგმა „ბ“, რომელიც არჩევნებთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ დესტაბილიზაციასთან. თუმცა ამის ძალაც არ აქვთ“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.