გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: მე რაც შემეძლო გიორგი გაბუნიას დაცვის გაძლიერების კუთხით, ყველაფერი გავაკეთე

19-06-2020

"ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი პირი და არა შემსრულებელი, შესაბამისად მას ეყოლება თანამზრახველი. თავდაპირველად სუს-ს ეს ეგონა უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან პროვოკაცია და სერიოზულად არ აღიქვეს, თუმცა წყაროსგან მეორე ინფორმაციის მიხედვით, სუს-ი დაინტერესდა და სერიოზულად აღიქვეს ამბავი", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან, გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მან ყველაფერი გააკეტა გიორგი გაბუნიას უსაფრთხოებისთვის.

"ბევრ ინფორმაციას გვაძლევენ მცდარს, მეგონა ამ ინფორმაციის მიზანი იყო, რომ ვყოფილიყავით დაზაფრულები და ჩემთვის უმძიმესი იყო ეს პერიოდი. მე რაც შემეძლო გიორგი გაბუნიას დაცვის გაძლიერების კუთხით, ყველაფერი გავაკეთე. ინფორმაციებს სხვადასხვა დანაშაულების შესახებ ვიღებ სუსის წყაროებისგან ძალიან ბევრს და ამას ვამოწმებ ხოლმე, თუმცა სუს-სვე არ ვატყობინებთ, რომ დაგვიდასტურონ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930