გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც არ აინტერესებთ რას ფიქრობს მათზე დასავლეთი

24-06-2020

„ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ - „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა დღეს არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც „ევროპულმა საქართველომ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ელჩების მოწოდების შესრულებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ რას ფიქრობს მათზე დასავლეთი.


„მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - განახორციელონ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და ამისთვის მზად არიან ნებისმიერი უპრინციპო ნაბიჯისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობაც იყო უპრინციპობის და ასევე, არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ჯერ მოდიან პირველ მოსმენაზე და არ მოდიან მეორე მოსმენაზე. ეს მათ აგდებთ აბსოლუტურად კომიკურ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ არათანმიმდევრულობაზეც მეტყველებს ასეთი ცვალებადობა მათი ნაბიჯების. ანუ ერთი, რომ ისინი მიდიან ელჩების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, სათანადო რეაგირებას პოვებს ელჩების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან და მეორე, ისინი გამოირჩევიან სრული არათანმიმდევრულობით, რაც, ბუნებრივია, დამატებით აზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930