გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთში კოვიდინფიცირების 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24-06-2020

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 21 717-მდე გაიზარდა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდვირუსით გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 386-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კოვიდ-19-სგან საერთო ჯამში 10 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო 5 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდვირუსით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031