24-06-2020
11-24 ივნისს, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო“, ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,წითელი ხიდი“, ,,ნინოწმინდა’’, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“, ,,კარწახი’’, ,,გუგუთი“, ,,გარდაბანი“ ,,სადახლო სარკინიგზო“, ,,ბათუმის პორტი“, ბათუმის აეროპორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა“ და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა.
კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.