გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ

25-06-2020

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი წლების განმავლობაში ითხოვდა, მათ შორის, იყვნენ სუპერმარკეტების, საცალო ქსელისა და კვების ობიექტები.

"ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. საგადასახადო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. აქამდე, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე განცხადების განხილვა ფასიანი იყო და შეადგენდა 20 ლარს თითოეულ მიმართვაზე, რის გამოც რიგ შემთხვევაში, ბიზნესს არ უღირდა მომართვა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა ასეთი საქონელი, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა და ჯამში, შესაძლოა, ამ მოცულობის ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა. ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ ვენდობით და თუკი მანამდე მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ახლა ადმინისტრირების გამარტივების შედეგად მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ აღნიშნული საქონელი. ასევე, ბიზნეს სუბიექტებს, ვისაც აქვთ ბუნებრივი დანაკარგები - ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც, ვისაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, ვენდობით და ვაძლევთ შესაძლებლობას, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930