გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს იცავს

25-06-2020

ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს, რომელიც გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის წარმომადგენელთა აზრი, ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031