გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 647.8 მილიონი დოლარით გაუარესდა

30-03-2018

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -22.8 მლრდ აშშ დოლარი (-59.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს -150.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 647.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (24.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 228.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.


მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.0 მლრდ აშშ დოლარი (83.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 876.2 მლნ აშშ დოლარით მეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031