2-07-2020
ახალი საარჩევნო კოდექსი მიღებულია. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და 94 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ცვლილებები საარჩევნო უბნებზე 25-მეტრიან დისტანციას და ქალთა კვოტირებას ეხება. ასევე იცვლება პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების წესიც, რომლის მიხედვითაც პარტნიორი პარტიები ერთმანეთს სარეკლამო დროს ვეღარ დაუთმობენ.