6-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის მონაცემებით, კოვიდინფიცირების შიდა გავრცელება მცირეა, ძირითადად შემოტანილი შემთხვევებია.
"ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად შემოტანილი შემთხვევები გვაქვს და ესენი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. შიდა გავრცელება მინიმალურია და ეს დასაიმედებელია"-განაცხადა ეზუგბაიამ.