6-07-2020
"ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო საარჩევნო უბნებზე თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამ წესს დაიცავს და თავიანთ აქტივისტებს შესაბამის მითითებებსაც მისცემს, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში.