6-07-2020
გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
„მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეჰყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან. ამიტომ, ვთხოვ მათ, რომ ეს გაითვალისწინონ“,- აღნიშნა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.