გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: დამტვერვისას ალერგიული ადამიანების მთის კურორტზე დასვენება მითია

6-07-2020

მედიცინაში ბევრი მითია გავრცელებული, რის შესახებაც ადამიანებს სჯერათ. PIA.GE სამედიცინო რეალობაში არსებული მითების დასამსხვრევად ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მედიცინაში გავრცელებული მითები ძირითადად საკვებს ეხება.

მედიცინაში გავრცელებული მოკლე მითები:

„როგორც წესი, ადამიანები იზღუდავენ თავს სხვადასხვა პროდუქტის მიღებისგან, რადგან სჯერათ, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ან პირიქით. მაგ: ბროწეულს ან ალუბლის წვენს სვამენ იმის გამო, რომ ჰემოგლობინი აუწევთ. სინამდვილეში არც ალუბალი და არც ბროწეული რკინას არ შეიცავს. მას არანაირი გავლენა არ აქვს ჰემოგლობინზე, უბრალოდ წითელია და შემორჩენილია მითის სახით“,- განაცხადა

ასევე, მისი აზრით, მითია ის ფაქტი, რომ ჰეპატიტის მქონე ადამიანები არ მიირთმევენ ციტრუსსა და ყვითელი შეფერილობის ხილს.

„ყვითელ ხილსა და ციტრუსს არანაირი კავშირი არ აქვს დაავადებასთან“, - ამბობს ბუწაშვილი.

მორიგი მითი, რომელზეც ინფექციონისტმა PIA.GE-სათან საუბრისას აღნიშნა, წყლის მიღებაა.

„წყლის დიდი რაოდენობით მიღება მართლაც კარგია ორგანიზმისთვის, უბრალოდ მითია ის ფაქტი, რომ საჭმელს წყალი არ უნდა მიაყოლო“, - განაცხადა ექიმმა.

ასევე მითია, როდესაც ალერგიული ადამიანები მიდიან მთის კურორტებზე ე.წ დამტვერვის პერიოდში.

ინფექციონისტის თქმით, ალერგიული ბავშვები როდესაც მიჰყავთ მშობლებს მთაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესაძლოა, ალერგია სწორედ იმ ყვავილის მტვერზე ჰქონდეს, რომელიც იმ პერიოდში ყვავილობს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930