გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა,

6-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომის თავმჯდომარე გიორგი მაქარაშვილი.

სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.

შეხვედრაზე დაიგეგმა აგვისტოს თვის ბოლოს, 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმის წარმოდგენა და მოწონების შემთხვევაში დამტკიცება.

გიორგი მაქარაშვილის განცხადებით ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031