გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: საზღვრის გახსნა საკმარისი იქნება კორონავირუსის გასავრცელებლად და არა ეკონომიკური სიკეთისთვის

6-07-2020

„მე მინდა, ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის რესტორნის, სასტუმროსა და სხვა მფლობელს, რომ გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი იქნება, მაგრამ ეს საკმარისი იქნება კორონავირუსის გასავრცელებლად და არა ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდის გავრცელების პირობებში ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ, რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას.

„ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, მინუს 6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის გახსნის შემთხვევაში - უკონტროლო გახსნის შემთხვევაში იქნება მინუს 7 და 8. ეს ჩვენ დათვლილი გვაქვს. ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031