გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი საზღვრების გახსნაზე: ეს იყო დიდხანს ნაფიქრი და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება

6-07-2020

ეს იყო დიდხანს ნაფიქრი და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა და არ გავქცეულიყავით და პირდაპირ არ გაგვეხსნა ფრენები და არ დაგვეწყო ევროპელი ტურისტების მიღება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმთ, ამ გადაწყვეტილების უკან დგას მთელი რიგი კვლევები, ანალიზი და სხვადასხვა მოდელების ვალიდაცია. „შევეცდები მარტივ ენაზე ავხსნა, თუ რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ავიღოთ ციფრები და განვსაზღვროთ, რა არის ის პოტენციალი, რაც შეგვიძლია წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების და მოგზაურების სახით. ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი.

2019 წელს საქართველოში ევროპის მოქალაქის პასპორტით 480 ათასი მოგზაური ჩამოვიდა. წელს უნდა ავიღოთ ნახევარი და შევამციროთ იმ სენტიმენტების მიხედვით, რომელიც დაცემულია ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში ტურიზმთან დაკავშირებით. საუკეთესო პროგნოზითაც კი ეს ციფრი ვერ გადაცდებოდა 50-დან 100 ათასამდე მოგზაურს წლის ბოლომდე. ჩვენი მოლოდინი იყო 2020 წელს 10 მილიონი ტურისტი, თუმცა წლის ბოლომდე შეგვიძლია მხოლოდ ამ ციფრის 0,5% მივიღოთ. ეკონომიკისთვის ეს ძალიან მცირედია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930