6-07-2020
დღეს პრაქტიკულად Covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ - ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული და ქვეყანაში შიდა გადაცემა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, როცა შიდა გადაცემა არ არის, პრაქტიკულად ვართ კოვიდისგან თავისუფალი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ტურისტები უსაფრთხოდ მოგზაურობენ. „დღეს თქვენ ნახავთ რეგიონებში, იქნება ეს აჭარა, გურია, კახეთი, მთიანი რეგიონები, სვანეთი, ჩვენი მოქალაქეები მიდიან, ისვენებენ ისე, რომ არანაირი შიში არ აქვთ. პრაქტიკულად მინიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. ჩვენ სულ მოვუწოდებთ, რომ დაიცვან წესი. მაგრამ რომ გახვალთ, ნახავთ, რომ ღიად ხდება კონტაქტი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.