გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე აბიტურიენტებს გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს

6-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე აბიტურიენტებს გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს:

"საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ვუსურვებ დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!

იმედი მაქვს ეროვნული გამოცდებზე ონის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს ჩვეული წარმატება ექნებათ , ასევე დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, შესაძლებლობებს, ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმარენ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას.

თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა. დადგება დრო, თქვენ ახალ სიტყვას იტყვით და საჭირო ადგილს დაიკავებთ ცხოვრებაში.

ჩვენ გვჯერა თქვენი!

კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე!"-ნათქვამია დავით ჩიკვაიძის მიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930