გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიური იქნება

6-07-2020

ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა ეს პარადოქსული იყოს დღეს და ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება ნეგატიური, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თუმცა, მინისტრის თქმით, ამას აქვს პოლიტიკური კომპონენტი და არის შემთხვევები, როდესაც არიან პარტნიორი ქვეყნები, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მათთან ე.წ. ნაცვალგების პრინციპი ჰქონდეს.

„ამას ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით და გავალთ კონსულტაციის გზით. ძალიან მნიშვნელოვანია დროის მოგება. რამდენიმე თვემ აბსოლუტურად სხვა სურათი მოგვცა. დღეს კოვიდის და მისი მკურნალობის შესახებ უფრო მეტი იციან. ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, მსოფლიოში ვირუსის გავრცელება უფრო მეტია და დიდი ტემპით მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვემოთ მოდის.

დღეს მსოფლიო მასშტაბით ექიმებმა უფრო მეტი იციან ამ ვირუსის შესახებ და უკეთ მკურნალობენ. ყოველი რამდენიმე თვის მოგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველასთვის და მეტ ინფორმაციას გვაძლევს, რომ მოხდეს კორექტირება იმ პოლიტიკის, რასაც კოვიდთან ბრძოლაში ვახორციელებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031