7-07-2020
დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს. სწორედ ასე აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკული ამფიბია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე.
სუპერმარკეტის თანამშრომელმა მომხდარის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებს შეატყობინა. ბაყაყი ამჟამად A Silent World Zoo To You–ში, საზღვაო ცხოვრების სპეციალისტთა ცენტრშია გადაყვენილი, თავს კარგად გრძნობს და მასზე სპეციალისტები ზრუნავენ.
ამფიბიას სახელიც შეურჩიეს და მას ასდა დაარქვეს.