7-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ეზუგბაია განმარტავს, 5 დაინფიცირებულიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი პაციენტი კი საკარანტინო ზონიდანაა.
"ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. სამი მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. აღნიშნული 2 ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის შემოსული, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება,"- განაცხადა ეზუგბაიამ.