გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება

2-04-2018

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, 26-30 მარტს, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 12 შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები თიანეთს, მცხეთას, წეროვანს, დუშეთს, ახალციხეს, ბორჯომს, გორს, ნიქოზს, მეჯვრისხევს, რუისსა და ხაშურს ეწვივნენ. შეხვედრებს 570-მდე ადამიანი დაესწრო.


შეხვედრები გაგრძელდა, ასევე, თბილისის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებთან, შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში, ხოლო მოსწავლეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა. შეხვედრებს 100-მდე ადამიანი დაესწრო.


კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს.


საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30