გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ

8-07-2020

მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც მიეცა საშუალება, თავისუფლად გადაადგილდეს იმ ევროპულ სახელმწიფოებში, რომელმაც გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობის მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არა აუცილებელი მიზნებისთვის საზღვარი არ გაუხსნეს ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს.

„საბოლოო შედეგი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ ვითარებაზე, რაც იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობები და მიმოსვლა არსებობს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან იმ 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ასე, რომ ბევრი გარემოება არსებობს და ასე მარტივად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორც ოპოზიცია აპელირებს. გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ კონკრეტულ შედეგებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვრების გახსნაზე. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, სახმელეთო საზღვრებზე რჩება ის რეგულაციები, რაც აქამდე არსებობდა.

თვითონ ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ გაუხსნეს საზღვარი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, არა აუცილებელი მიზნებისთვის. ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობის მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით. ეს არის ცვალებადი პროცესი და მინდა მივმართო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც მიეცა საშუალება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს იმ ევროპულ სახელმწიფოებში, რომელმაც გაუხსნა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი, ძალიან ყურადღებით იყვნენ, როდესაც თავიანთ მოგზაურობას დაგეგმავენ, რადგან რეგულაციები და სტანდარტები არის ცვალებადი, ევროკავშირში, არ ვსაუბრობთ საქართველოს მხარეზე, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღებით გაითვალისწინონ ყველა ის გარემოება, რომელსაც ისინი შეიძლება გადააწყდნენ მგზავრობის დროს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930