გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო ჩხარტიშვილი: სააკაშვილმა მაიძულა, ტელეკომპანია „მზე“ დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად გადამეცა

11-07-2020

მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს. ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი ორჯერ შემხვდა, შემდეგ კი უგულავამ, როგორც ადმინისტრაციის უფროსმა, პირდაპირ მითხრა, რომ ტელევიზია ხელისუფლებას სჭირდება და სარედაქციო პოლიტიკა მათ უნდა განსაზღვრონ. სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში ამდენი თოქშოუს არსებობა არ სურდა, ხოლო ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა მათი მიზნების განხორციელებას ხელს უშლიდა, რის გამოც გრიგოლიას თოქშოუს და იმნაიშვილის შოუს დახურვას ითხოვდა. სააკაშვილს სურდა, რომ ტელევიზიის გადაცემა ძალიან სწრაფად მომხდარიყო, თუმცა მე ვუთხარი, რომ ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია და სწრაფად ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, შემხვდა ბეჟუაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ იმავე ღამით გადამეფორმებინა ტელევიზია. ღამით არა, მაგრამ დაახლოებით ერთ კვირაში ტელევიზია გადავუფორმე“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930