ვინ არის 96 წლის ექსპერტი, რომელმაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე იმუშავა
11-07-2020
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. საქმეზე ოთხი ექსპერტი მუშაობდა, მათ შორის, 96 წლის რევაზ კაპანაძეა.
მას ამ სპეციალობით, 60-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტია.
მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
- კაპანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს დაამთავრა.
- 1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე;
- 1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
- 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
- 1960–1968წწ. განყოფილების გამგე.
პრაიმტაიმი