11-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება. მისივე თქმით, ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.
"კორონავირუსის 8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები"-განაცხადა ეზუგბაიამ.