12-07-2020
აფეთქებას თბილისში 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მუხიანის დასახლებაში ერთსართულიან შენობაში მოხდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივები ორ ვერსიას განიხილავენ, გაზის გაჟონვასა და საბრძოლო ტექნიკის აფეთქებას. ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.
სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.
ადგილზე გვიან ღამით გამნაღმველებიც იყვნენ მისულები, თუმცა მეზობლები აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, იპოვეს თუ არა რამე გამნაღმველებმა.
გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.