გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

13-07-2020

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაკომპანია Myway Airlines მორიგ ჩარტერულ რეისს პოლონეთის მიმართულებით განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, ვარშავიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. პარალელურად, პოლონეთის მიმართულებით, ჩანიშნულ რეისზე როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაემგზავრებიან.


თვითმფრინავი ვარშავას მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.


ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 20:05 საათზე დაბრუნდება.


საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადანაწილდებიან.


საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ივლისის განმავლობაში ფრენების განხორციელება ასევე დაგეგმილია  ბარსელონას,  რომის,  პარიზის და  ათენის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930