13-07-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, რუსთავის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის, პეტრიწის, ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის, დავითაშვილის, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, გრიგოლ მუხაძის და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ჩხიკვაძის, მესხიშვილის, სამრეკლოს ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 17 საათამდე გივი კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 14 საათამდე ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლები, ხოლო 15 საათიდან 17 საათამდე თეიმურაზ ბატონიშვილისქუჩის მაცხოვრებლები.