გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანამ ბინას გააქირავებთ ან იქირავებთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

14-07-2020

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად ამოქმედდა რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის.

 

ამიერიდან, ბინის გამქირავებელსმოუწევს:

 

პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

 

ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;

 

CHECK OUT-ის შემდგომი პროცედურის დაცვა – დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება/დასუფთავება;

 

დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება;

 

დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება;

 

ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება/დეზინფექცია;

 

რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;

 

ყოველი გამოყენების შემდეგ მტვერსასრუტის გასუფთავება სადეზინფექციო საშუალებით;

 

გამოყენებულლი თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად გამოყოფილ ტომარაში;

 

მათი იატაკზე მოგროვება/დაბერტყვა შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია;

 

თეთრეულის რეცხვა 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალების კომბინაციით;

 

მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;

 

სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930