14-07-2020
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ შიდა ტურიზმის გაძლიერებისათვის.
თავის მხრივ, კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო საქართველოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და ყველა დაწყებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება.