გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14-07-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 16 ივლისს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დაიწყება ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“. პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან გაეცნობა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930