15-07-2020
GRETA-ს პროექტის ფარგლებში მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართეს.
ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში GRETA-ს პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლები, ინდივიდულური მეწარმეები და პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები.
დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას და მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში, განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი "მწვანე ეკონომიკა - მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)", რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.