15-07-2020
"თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, ნამდვილად გვექნება მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე. შევეცდებით, რომ გაუმჯობესებული იყოს ცნობიერება. ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შრომის ინსპექციის მხრიდანაა გაცემული კოვოდ პანდემიის პირობებში, არის გადაუდებლად აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, კითხვები ჩნდება პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინებთან დაკავშირები. ,იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, გვექნება ნამდვილად მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე ვიდრე - პირველი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, გრძელდება ყველა სექტორის კონტროლი, რომელთაც ამუშავების ნებართვა მიიღეს.