გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შენ შემაყვარე ის რასაც ვაკეთებ, მენატრები … – ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას

15-07-2020

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გარდაცვლილ დედას უძღვნის.

 

ნიკოლოზ რაჭველს დედასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ის ყველგან აღნიშნავს.

 

“დე, დღეს შენი დაბადების დღეა… მენატრები… როდესაც საკუთარ მუსიკას ვწერ ან გულსა და სულში გამჯდარი გენიალური მელოდიების ჩემეულ მუსიკალურ ვერსიას ვიგონებ და მერე სანოტო ქაღალდზე გადმომაქვს, ქვეცნობიერად სულ შენზე მეფიქრება, იმიტომ რომ შენ შემაყვარე ის რასაც ვაკეთებ, შენ შემაყვარე ხელოვნება და მუსიკა.

 

ჩარლი ჩაპლინის ჯადოსნური სამყაროს კარიც შენ გამიხსენი და როცა ლიზას ალბომისთვის კომპოზიციების წერას შევუდექი მაშინათვე მომაკითხა სევდამ, რომელიც სულ თან დამყვება შენთან დროებითი დაშორების შემდეგ…

 

წარმომიდგენია როგორ გაგახარებდა წუხანდელი საღამო, როცა პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ მთავარ კონცერტზე, რომლის ტრანსლირებას ნახევარი მსოფლიო უყურებდა, ჩემეული ჩაპლინი ააჟღერა ლიზა ბათიაშვილმა და პარიზის ნაციონალურმა სიმფონიურმა ორკესტრმა.

 

იგეგმებოდა, რომ როიალთან თავად ვყოფილიყავი, მაგრამ პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების გამო არ მომეცა ამის საშუალება, მაგრამ როცა შენი ნამუშევარი შენგან დამოუკიდებელ სიცოცხლეს იწყებს კომპოზიტორისთვის თუ არანჟირების ოსტატისთვის ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა!

 

დე, დღეს შენი დაბადების დღეა… და შენი საყვარელი ჩარლი ჩაპლინის თემებზე შენი შვილის შექმნილი კომპოზიცია მინდა რომ შენ მოგიძღვნა, როგორც საჩუქარი ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად, სადაც ახლა შენ მყავხარ, საიდანაც ყოველთვის ვგრძნობ შენგან გამოგზავნილ უხილავ ენერგიას, რომელსაც შთაგონებად ვაქცევ ხოლმე და ნოტებით გიბრუნებ, რადგან მჯერა, რომ თუ რაიმე შეიძლება წასულმა ადამიანმა გაიგოს და შეიგრძნოს ეს უპირველესად მუსიკაა…

 

გილოცავ დე, შენ გაიმარჯვე, შენი სიკეთის და ჩემში დატოვებული გულიანი მუსიკის გამო ვინც მიცნობს და მისმენს ყველას უყვარხარ და პატივს სცემენ შენს ისტორიას, როგორც დედობის საუკეთესო მაგალითს! დე, დღეს შენი დაბადებია დღეა… მენატრები… მიყვარხარ…” – წერს მუსიკოსი.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930