15-07-2020
"ივანიშვილისთვის მთავარი კრიტერიუმი მორჩილება და უსიტყვო თანხმობაა დავალებების შესრულებაზე. ნებისმიერი ადამიანი ვინც წინააღმდეგობას გაუწევს მას წაშლილი იქნება მისი გულიდან", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძის დანიშვნას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტსაბჭოს პოტენციურ ვირუსმატარებლებად განიხილავს და სანამ კორონავირუსის ვაქცინას არ გამოიგონებენ მას ვერ ვიხილავთ ვერც საარჩევნო კამპანიაში და ვერც მსგავს შეხვედრებში.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.